სამშენებლო მექანიკა და სეისმომედეგობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობების კათედრის საქმიანობა 

 

 

საქართველოს პოლიტექნიკური და რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტების გაერთიანების შედეგად, ამ ინსტიტუტებში არსებული სამშენებლო მექანიკის კათედრების ბაზაზე 1960 წელს ჩამოყალიბდა ერთმანეთისაგანდამოუკიდებელი ორი კათედრა: სამშენებლო მექანიკისა და მალასათა გამძლეობის თეორიის კათედრები.

 

1960 წლის მარტიდან 1983 წლის სექტემბრამდე სამშენებლო მექანიკის კათედრას ხელმძღვანელობდა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფ. მ. მიქელაძე, ახლად ჩამოყალიბებულ კათედრაზე იმჟამად მოღვაწეობდნენ: პროფ. მ. მიქელაძე, პროფ. კ. ზევრიევი (0,5 ერთ.) პროფ. ა. ასტვაცატუროვი, დოც. გ. ნეტკაჩევი, ასისტ მ.მუხაძე (0,5 ერთ.) მდივანი ს. ჯობაძე და ასპირანტი რ. ცხვედაძე.

 

1965 წელს ნ. მულხელიშვილისა და ნ. ვეკუას წარდგინებით მ. მიქელაძე სათავეში ჩაუდგა ა. რაზმაძს სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის გამოყენებითი მექანიკის განყოფილებას. რომელიც ძირითადად დაკომპლექტდა კათედრის ასპირანტებითა და ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებით. კათედრისა და განყოფილების თანამშრომელთა გონივულმა შეცვლა-გადაადგილებამ პროფ. მ. მიქელაძეს საშუალება მისცა ჩამოეყალიბებინა ერთიანი ძლიერი კოლექტივი.

ნაგებობათა სტატიკის გარდა, სპეციალობათა მიხედვით კათედრას დაევალა ნაგებობათა მდგომარეობისა და დინამიკის და გარსთა თეორიის საფუძვლების სწავლება, რამაც თავის მხრივ გაზარდა კათედრის თანამშრომელთა რაოდენობა სხვადასხვა წლებში. 1960-2010 წლებში კათედრაზე მუშაობნენ: რ. ლორთქიფანიძე, შ. რთველაძე, ნ. ჟორჟოლიანი, ა. ბერაია, მ. ყურაშვილი, ო. ფაღავა, თ. გველესიანი, გ. კოჩიაშვილი, ნ. ხიზანიშვილი, მ. დოღონაძე, მ. ბადაშვილი, ვ. როდონაია, ზ. ნიკვაშვილი, ზ. ცისკარიშვილი, მ. ყალაბეგაშვილი, რ. სულაძე, კ. ოდიშვილი, გ. გაბრიჩიძე, რ. მურუსიძე, ა. ხიზანიშვილი, გ. ნადირაძე, ნ. ჩიქოვანი,ს. გიგინეიშვილი, ლ. ყორღანაშვილი, რ. ჩომახიძე, გ. ბაზღაძე, რ. გიორგაძე, ნ. მამათელაშვილი, თ. ჯავახიშვილი, ვ. დორეული, გ. დედიაშვილი, რ. ბანცური.

 

კათედრა ემსახურებოდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ხუთ ფაკულტეტს, აგრეთვე დაუსწრებელი და საღამოს სწავლების სამშენებლო პროფილის ფაკულტეტებს.

 

ამ პერიოდისათვის შეიქმნა ქართულ ენაზე ორიგინალური სახელმძრვანელოები: მ. მიქელაძის, „სამშენებლო მექანიკის მოკლე კურსი", „გარსთა თეორიის საფუძვლები", „თხელკედლიანი სივრცული კონსტრუქციები", „ფილების ღუნვის თეორია", პლასტიკური თეორია და მონოგრაფიები სამშენებლო მექანიკის აქტუალურ პრობლემებზე.

 

ა. ასტვაცატუროვის „სამშენებლო მექანიკის კურსი", „ნაგებობათა მდგრადობა დინამიკა", შ. რთველაძის და ლ. სანაძს „სამშენებლო მექანიკის სავარჯიშოები". ნ. ჟორჟოლიანისა და ა. ხიზანიშვილის „მდგრადობა, დინამიკის სავარჯიშოები", „ფერმების კინემატიკური ანალიზი", ა. ბერაიას „სტატიკურად ურკვევი ჩარჩოების გაანგარიშება" და სხვ. საგნის მასწავლებელთა განკარგულებაში იყო თვალსაჩინო მოდელები დამზადებული კათედერის წვრთა ესკიზების მიხედვით და განლაგებულად იყო კათედრისათვის გამოყოფილ სპეციალურ აუდიტორიაში.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული