სერგო ხარიბეგაშვილი

სერგო ხარიბეგაშვილი დაიბადა 1953 წელს, 1993 -1998 წლებში თეორიული მექანიკის კათედრის გამგეა.

ს. ხარიბეგაშვილი ავტორია ერთი მონოგრაფიისა (ინგლისურ ენაზე). მისი ნაშრომები ეძღვნება მათემატიკური ფიზიკის დიფერენციალური განტოლებებისა და განტოლებათა სისტემების კვლევას, კერძოდ, ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებსა და სისტემებს.

ნაყოფიერი მეცნიერული მუშაობისა და მიღებული შედეგების მნიშვნელობის აღსანიშნავად, მონოგრაფიაში გურსას და დარბუს ტიპის ამოცანები ჰიპერბოლური წრფივი კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებისა და სისტემებისათვის მათემატიკური ფიზიკის ფუნდამენტური საკითხების წარმატებით კვლევისათვის ს. ხარიბეგაშვილს 1997 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა მიანიჭა აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია.

1999 წელს ს. ხარიბეგაშვილი სამუშაოდ გადავიდა თბილისის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული