გიორგი ნიკოლაძე

gnikoladzeგიორგი ნიკოლაძე (1888 – 1931), ქართველი მათემატიკოსი, მეტალურგი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1934), სპორტსმენი და სპორტის მოღვაწე.

 

გ. ნიკოლაძე იკვლევდა მხაზველობითი, გეგმილური და ალგებრული გეომეტრიის საკითხებს. შექმნა თეორია ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ. მისი დისერტაცია ,,გეომეტრიულ ნაკვთთა უწყვეტი სისტემების შესახებ" გამოქვეყნდა პარიზში.

 

იგი ავტორია ორიგინალური კონსტრუქციის გამომთვლელი მანქანის პროექტისა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ანალიზური გეომეტრიისა და დიფერენციალური გეომეტრიის კურსებს. შექმნა დიფერენციალური გეომეტრიის პირველი ქართული სახელმძღვანელო.

გ. ნიკოლაძემ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში სპორტის პოპულარიზაციის საქმეში. Mმონაწილეობდა ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრებებში სხვადასხვა ქვეყანაში.Mმოაწყო ჯგუფური ალპინისტური ასვლა მყინვარწვერზე, რომელმაც დასაბამი მისცა საბჭოთა ალპინიზმს (1923).

 

გ. ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა ტექნიკური ტერმინოლოგიისა და სპორტული ტერმინოლოგიის მომზადება – გამოცემას.

გამოსცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ტანვარჯიშში.

დაარსებულია გ. ნიკოლაძის სახელობის პრემია ტექნიკის დარგში (1973).

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული