სერგო ხარიბეგაშვილი

სერგო ხარიბეგაშვილი დაიბადა 1953 წელს, 1993 -1998 წლებში თეორიული მექანიკის კათედრის გამგეა.

ს. ხარიბეგაშვილი ავტორია ერთი მონოგრაფიისა (ინგლისურ ენაზე). მისი ნაშრომები ეძღვნება მათემატიკური ფიზიკის დიფერენციალური განტოლებებისა და განტოლებათა სისტემების კვლევას, კერძოდ, ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებსა და სისტემებს.

Read more: სერგო ხარიბეგაშვილი

ლერი დობორჯგინოძე

 

ldoborjg

ლერი დობორჯგინიძე დაიბადა 1947 წელს. 1990 წლიდან გარდაცვალებამდე (23 / ვ , 1993 წ.) იყო თეორიული მექანიკის კათედრის გამგე.

ლ. დობორჯგინიძის სამეცნიერო ნაშრომები მიძღვნილია დრეკადობისა და პლასტიკურობის არაწრფივი თეორიის ამოცანე
ბისადმი, აგრეთვე კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის და ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის მექანიკასა და ტექნიკაში გამოყენების პრობლემებისადმი.

ალექსი გორგიძე


agorgidzeგამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი მესაძირკვლე და საინჟინრო კადრების თავდადებული აღმზრდელი პროფესორი ალექსი გორგიძე დაიბადა 1907 წლის 17 მაისს, ქ. ქუთაისში. მშობლების ადრე გარდაცვალების გამო, მისი აღზრდა ბაბუამ იტვირთა. მან პატარა ალექსი თავიდანვე მიაჩვია შრომას. ბავშვობის დროინდელი სიყვარული შრომისადმი და დროის რაციონალური გამოყენების ჩვევა, დამოუკიდებელმა და მატერიალურად მძიმე ცხოვრებამ რომ ასწავლა ახალგაზრდობის წლებში, მომავალ მეცნიერს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა.

Read more: ალექსი გორგიძე

ნიკო მუსხელიშვილი


nmusxelishviliუდიდესი ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი, მათემატიკისა და მექანიკის ქართული სკოლის ფუძემდებელი ნიკოლოზ ივანეს ძე მუსხელიშვილი დაიბადა 1891 წლის 16 თებერვალს, ქ. თბილისში, სამხედრო ინჟინრის ივანე ლევანის ძე მუსხელიშვილის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის მეორე გიმნაზიაში, სადაც სწავლობდა 1901-1909 წწ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1909 წელს, იგი უმაღლესი განათლების მისაღებად მიემგზავრება პეტერბურგს, სადაც შედის პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ნიკო მუსხელიშვილმა ყურადღება მიიქცია როგორც ნიჭიერმა, შემოქმედებითი უნარისა და შრომისმოყვარე სტუდენტმა.

Read more: ნიკო მუსხელიშვილი

გიორგი ნიკოლაძე

gnikoladzeგიორგი ნიკოლაძე (1888 – 1931), ქართველი მათემატიკოსი, მეტალურგი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1934), სპორტსმენი და სპორტის მოღვაწე.

 

გ. ნიკოლაძე იკვლევდა მხაზველობითი, გეგმილური და ალგებრული გეომეტრიის საკითხებს. შექმნა თეორია ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ. მისი დისერტაცია ,,გეომეტრიულ ნაკვთთა უწყვეტი სისტემების შესახებ" გამოქვეყნდა პარიზში.

Read more: გიორგი ნიკოლაძე

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული