პოლიკარპე (კუკუშა) ზერაგია

პოლიკარპე (კუკუშა) ზერაგია(1912-1986). მათემატიკოსი.მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1969). Dდაიბადა ქალაქ ფოთში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა 1933 წელს. 1934 წელს კუკუშა ზერაგიამ მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის უნივეერსიტეტის ასპირანტურაში და ნ. მუსხელიშვილის ასპირანტი გახდა. A 1937 წელს კუკუშა ზერაგიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ფიზიკა –მათემატიკის დოქტორი (1957). 1948 წლიდან გარდაცვალებამდე კუკუშა ზერაგია მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე. წლების განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1969 წლიდან გარდაცვალებამდე უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი კათედრის, ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე. უმწიკვლოდ ემსახურებოდა უნივერსიტეტს, აღზარდა სტუდენტთა და ასპირანტთა ღირსეული თაობები. ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის პროფესორ კუკუშა ზერაგიას სახელმწიფო ჯილდოები აქვსა მიღებული.

Read more: პოლიკარპე (კუკუშა) ზერაგია

ილია ვეკუა

ivekuaილია ვეკუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსი და მექანიკოსი, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების უნიჭიერესი ორგანიზატორი, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი ილია ნესტორის ძე ვეკუა დაიბადა 1907 წლის 23 აპრილს, გალის რაიონის სოფელ შეშელეთში. საშუალო განათლება მიიღო ზუგდიდში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 1933 წელს _ სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა ლენინგრადში. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ი. ვეკუა აქტიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1939 წელს ი. ვეკუამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1944 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს, ნამდვილ წევრად. იმავე წელს ის აირჩიეს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1958 წელს _ ნამდვილ წევრად.

Read more: ილია ვეკუა

გურამ გვაზავა

ggvazavaგურამ გვაზავა (1932 – 1986). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სპი–ის თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1957 –1963 და 1982 – 1986 წლებში.

გ. გვაზავა სწავლობდა საინჟინრო ჰიდრავლიკის საკითხების კვლევის მეთოდებს. აქტიურად მონაწილეობდა წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მუშაობაში, სადაც მრავალი ნაშრომი შექმნა. მან პირველმა დაიწყო ჰიდრავლიკურ კვლევებში გამომთვლელი მანქანების გამოყენება.

თამაზ ბოხუა

tboxuaთამაზ ბოხუა (1937 – 2001). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სტუ -ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1978 – 1986 წლებში.

თ. ბოხუას ნაშრომები უმთავრესად მიძღვნილია თაღოვანი კაშხლების სიმტკიცისა და საიმედოობის საკითხებისადმი. მან შეიმუშავა და დანერგა თაღოვანი კაშხლების საიმედოობის შეფასების მეთოდი სეისმური ზემოქმედების გათვალისწინებით, რომელიც დაფუძნებულია გარსთა თეორიის სტოქასტიკურ სასაზღვრო ამოცანის ამოხსნის ბუბნოვ-გალიორკინის

მეთოდზე. თ. ბოხუას ეკუთვნის შესანიშნავი წიგნი "მოთხრობები მექანიკაზე".

ლიპარიტ აგამირზიანი

lagamirzianiლიპარიტ აგამირზიანი (1916 – 1980), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სპი-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1946 წლიდან გარდაცვალებამდე .

ლ. აგამირზიანი სწავლობდა რხევათა თეორიას, ანკერული საძირკვლების მდგრადობის და გადაადგილების საკითხებს. შრომათა დიდი ციკლი მიუძღვნა პლასტიკურობის თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. შეიმუშავა რთულ სატრანსპორტო გზაჯვარედინებზე შუქნიშნების რეგულირების ოპტიმალური რეჟიმის გათვლის დაზუსტებული მეთოდიკა.

ლ. აგამირზიანი ავტორია თეორიული მექანიკის სრული კურსის ლექციათა კონსპექტისა, რომელიც ოთხ ნაწილადაა გამოსული (რუსულ ენაზე).

Read more: ლიპარიტ აგამირზიანი

დავით ავაზაშვილი

davazashviliცნობილი ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი დავით ზაქარიას ძე ავაზაშვილი დაიბადა 1911 წლის 16 სექტემბერს, ყვარელში. იქვე მიიღო დაწყებითი განათლება, საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1937 წ. წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და გახდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ასპირანტი. მის მუშაობას მათემატიკურ ფიზიკაში ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ნ. მუსხელიშვილი, შემდეგ _ ვ. კუპრაძე.

Read more: დავით ავაზაშვილი

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული