ევგენი გეგელაშვილი

ევგენი გეგელაშვილი დაიბადა 1890 წელს ქ. განჯაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტში, შემდეგ ხარკოვის უნივერსიტეტში. 1915 წელს დაამთავრა ხარკოვის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. იმავე წელს ჩაირიცხა მაიკოპის სამასწავლებლო ინსტიტუტში. 1918 -1929 წწ. მუშაობს მასწავლებლად თბილისის ტექნიკუმში. 1929 წელს ნ. მუსხელიშვილის და ა. ხარაძის თხოვნით წაიკითხა სასინჯი ლექცია და მიწვეული იყო მათემატიკის და თეორიული მექანიკის კურსის წასაკითხად საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1941- 1945 წლებში მუშაობს ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1945 წლიდან ე. გეგელაშვილი პენსიაზე.

კალისტრატე გახარია


კალისტრატე გახარია დაიბადა 1910 წელს ხობის რაიონის სოფელ კვლეთში. კ. გახარია 1931 წელს დაამთავრა ზუგდიდის რკინიგზის ტრანსპორტის ტექნიკური სასწავლებელი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1934 წლიდან კალისტრატე გახარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტია, რომელიც დაამთავრა 1937 წელს. 1938 წელს კალისტრატე გახარია ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერ¬სიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. პარალელურად კითხულობს ლექციებს უმაღლეს ალგებრაში. Oომის გამო კ. გახარიამ ასპირანტურა ვერ დაამთავრა. 1942 წლიდან 1943 წლამდე იგი მუშაობს ტბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე. 1943- 1945 წწ. საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის თეორიული მექნიკის კათედრის ასისტენტია. 1944 წელს კ. გახარია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა.რაზმაძის ინსტიტუტის ასპირანტია და 1947 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემაატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.
კ. გახარია გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

ზაიდ ხალილოვი


zviad xaliloviზაიდ ხალილოვი(-1974).დაიბადა ქ.თბილისში. ზაიდ ხალილოვმა დაამთავრა ბაქოს აზერბაიჯანის პედაგოგიური ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ზ. ხალილოვი დაბრუნდა ქ. თბილისში და მუშაობა დაიწყო თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტში თეორიული მექანიკის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში ზ. ხალილოვის სამეცნიერო მუშაობას ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ნ. მუსხელიშვილი. 1940 წელს ზ. ხალილოვმა წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კნდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად და 1942 წელს საცხოვრებლად გადადის ბაქოში. ზ. ხალილოვი კითხულობს ლექციებს აზერბეიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1945 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

Read more: ზაიდ ხალილოვი

ჭელიძე ვლადიმერი


welidze vladimiriჭელიძე ვლადიმერი (1906–1978), ქართველი მათემატიკოსი. Fფიზიკა-მათემატიკის დოქტორი (1947),საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967),მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961). დაიბადა ქალაქ სოხუმში. ვ. ჭელიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა 1929 წელს. Aასპირანტურის სრული კურსი გაიარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისი მეცნიერ-ხელმძღვანელები აკადემიკოსი ა. კოლმოგოროვი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დ. მენშოვი.
1936 წელს ვ. ჭელიძემ მოსკოვის უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1947 წელს თბილისში _ სადოქტორო დისერტაცია. 1951 წელს მას პროფესორის წოდება, 1961 წელს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1967 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ _ კორესპონდენტად აირჩიეს.
ვ. ჭელიძე ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის განყოფილების გამგედ, 1951-1952 წლებში ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო. თბილისს სახელმწიფო უნივერსიტეტში მან გაიარა ყველა თანამდებობრივი საფეხური, ლაბორანტიდან პროფესორამდე. Dდიდ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის, ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის, თელავის და ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1943- 1951 წლებში ვ. ჭელიძე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის გამგე იყო. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თეორიული მექანიკის კათედრაზე და უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე. ვ. ჭელიძე ლექციების წასაკითხად მიწვეული იყო ჩინეთში.
ვ. ჭელიძის ძირითადი მეცნიერული შრომები ეძღვნება ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიას. მან განიხილა საკმაოდ ფართო კლასები კრებადი ჯერადი მწკრივებისა, რომელთა კერძო ჯამთა ორმაგი მიმდევრობა შემოსაზღვრული არაა.
ვ. ჭელიძეს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული მრავალი ცვლადის ფუნქციათა ინტეგრალურ გარდაქმნათა თეორიაში და ჯერად ინტეგრალთა შეჯამებადობის საკითხებში. მან ააგო ფართო აზრით დანჟუას ორმაგი ინტეგრალის (დანჟუა-ჭელიძის ინტეგრალის) თეორია, აგრეთვე ფურიეს ორმაგ მწკრივთა თეორიაში მიიღო შეჯამებადობისა და თითქმის ყველგან კრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობა. შეისწავლა ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი ამოცანა სივრცის შემთხვევაში. განაზოგადა ჰარისა და დიუბუა-რაიმონის კლასიკური შედეგი. პროფესორი ვ. ჭელიძე ავტორია საყოველტაოდ ცნობილი მონოგრაფიების.
დიდი შრომა გასწია ვ.ჭელიძემ ქართულ ენაზე ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში: ჯერ კიდევ გაასული საუკუნის 30-ან წლებში ა. გორგიძესთან, ნ. ლომჯარიასთან და ა. ჩაახტაურთან ერთად პოლიტექიკური ინსტიტუტის სტუდენტებისთვის გამოსცა “მეთოდური მითითებანი თეორიულ მექანიკაში ”. 1940 წელს ლითოგრაფიული წესით გამოქვეყნდა სახელმძღვანელო უმაღლეს ალგებრაში, ხოლო 1964 წელს გამოვიდა ვ. ჭელიძის ორიგინალური სახელმძღვანელო “ ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია”; მანვე ა. ხარაძესა, ბ. ხვედელიძესა და ი. ქარცივაძესთან ერთად გამოაქვეყნა “მათემატიკური ანალიზის” ორტომეული, ნ. ლომჯარიასა და გ. ხახუბიასთან ერთად “უამღლესი მათემატიკის კურსის ” სამტომეული, ე. წითლანაძესთან ერთად “მათემატიკური ანალიზის” ორტომეული. ვ. ჭელიძე ნ. ლომჯარიასა და გ. ხახუბიასთან ერთად ავტორია სახელმძღვანელოსი “მათემატიკა უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელთათვის”.

ელიზბარ წითელაძე


elizbar witeladzeელიზბარ წითლანაძე (1912-1982). მათემატიკოსი.მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაიბადა ქალაქ ბორჯომში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა 1934 წელს. 1934 წელს ელიზბარ წითლანაძე ჩაირიცხა თბილისის უნივეერსიტეტის ასპირანტურაში. 1937 წელს ელიზბარ წითლანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ფიზიკა –მათემატიკის დოქტორი (1951). 1937 წლიდან ელიზბარ წითლანაძე მუშაობას იწყებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე, პარალელურად კითხულობს ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1944- 1945 წწ ე.წითლანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია დაუსწრებელი სწავლების დარგში. 1945 -1947 წლებში მუშაობს მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში უმაღლესი მათემატიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. 1947-1955წწ ე. წითლანაძე თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის კათედრის გამგეა, ხოლო 1955 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მათემატიკის კათედრას. აღზარდა სტუდენტთა და ასპირანტთა ღირსეული თაობები. 1969 წლიდან 1976 წლამდე იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტის დეკანი.
პროფესორ ელიზბარ წითლანაძე პირველი ქართველი მათემატიკოსია, რომელმაც გაშალა თბილისში ნაყოფიერი მუშაობა ფუნქციონალური ანალიზის მიმართულებით. ისი სამეცნიერო ინტერესები ძირითადად ეხება არაწრფივ ფუნქციონალურ ანალიზს, ვარიაციათა აღრიცხვას და არაწრფივ ინტეგრალურ განტოლებათა მნიშვნელოვან პრობლემებს. ე. წითლანაძე თანაავტორია მონოგრაფიის “ფუნქციონალური ანალიზი’, რომელიც მოსკოვში გამოიცა 1964 წელს. ეს მონოგრაფია თარგმნილია სხვადასხვა უცხოურ ენაზე. იგი ავტორია ქართულ ენაზე გამოცემული მონოგრაფიის “ფუნქციონალური ანალიზის საფუძვლები”. Aამვე წლებში დაიბეჭდა მისი მესამე მონოგრაფია “თანამედროვე არაწრფივი ანალიზის ზოგიერთი ამოცანა.”

Read more: ელიზბარ წითელაძე

გრიგოლ რურუა

grigol ruruaგრიგოლ რურუა (1927–1993). Mეცნიერების და ტექნიკი დამსახურებული მოღვაწე,ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1962 წლიდან გარდაცვალებამდე.
შამეცნიერო მუშაობის თემატიკა_ მდინარია და ზღვის ნაპირების გაცვა წარეცხვისა და დატბორვისაგან; არამდგრადი კალაპოტის მქონე მდინარეების ნაპირდამცავი ახალი რაციონალური კონსტრუქციების შექმნა და მათი ჰიდრავლიკური გაანგარიშების მეთოდების დამუშავება; მდინარეების ნაპირსამაგრ ნაგებობებთან ადგილობრივი გარეცხვების გაანგარიშება; ზღვის სანაპირო ზოლის გარეცხვის და დატბორვისაგან დაცვის მიზნით შესართავ უბნებზე მდინარეთა რეგულირების ღონისძიებების კვლევა; მრავალფაქტორიანი ექსპერიმენტების ჩატარებისას შეზღუდული კლასიკური გეგმის გამოყენების მეთოდიკა.
Kკვლევის შედეგები ასახულია მის მრავალრიცხოვან სამეცნიერო სტატიებსა და გამოგონებებში.

ადამ ჩახტაური


adam chaxtauriადამ ჩახტაური (1908-1981). მათემატიკოსი.მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1977). Dდაიბადა ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა 1933 წელს. 1934 წლიდან ადამ ჩახტაური თბილისის უნივეერსიტეტის ასპირანტია. Aა. ჩახტაურმა ასპირანტურის მესამე წელს სწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. 1938 წელს ადამ ჩახტაურმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით იცავს საკანდიდატო დისერტაციას. ფიზიკა –მათემატიკის დოქტორი(1946). 1938 წლიდან 1948 წლამდე იგი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად კი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე ადამ ჩახტაური მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე. იგი უმწიკვლოდ ემსახურებოდა უნივერსიტეტს, აღზარდა სტუდენტთა და ასპირანტთა ღირსეული თაობები. Bბატონი ადამის პედაგოგიური მუშაობა არNშემოიფარგლებოდა საქართველოს მასშტაბით.სხვადასხვა წლებში მას წაკითხული აქვს გეომეტრიის კურსი იტალიის, საფრანგეთის და პოლონეთის უნივერსიტეტებში.
ადამ ჩახტაურმა შექმნა სრულიად ორიგინალური ქართული სახელმძღვანელოები ანალიზურ გეომეტრიასა და დიფერენციალურ გეომეტრიაში. A.გორგიძესთან, ნ. ლომჯარიასთან და ბ. ჭელიძესთან ერთად დაწერა და გამოსცა პირველი პრაქტიკული სახელმძღვანელო თეორიულ მექანიკაში.
ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის პროფესსორ ადამ ჩახტაურს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.
პროფესსორ ადამ ჩახტაურის კვლევის სფფეროს დიფერენციალური გეომეტრია, კერძოდ, ტენზორულ პროექციული დიფერენციალური გეომეტრია წარმოადგენდა. პროფესორი ადამ ჩახტაურის ძირითადი შრომები ეხება წირთა ბრტყელი ბადეების შინაგან გეომეტრიას და მათ გამოყენებას ზედაპირთა თეორიაში. ამასთანავე, ბრტყელი ბადეების შინაგან გეომეტრიის ძირითადი ფორმულები გამოყვანილია ნებისმიერ მრუდწირულ კოორდინატებში და წერტილის პროექციული კოორდინატების ნებისმიერი ნორმირებისათვის.
193 წლებში ადამ ჩახტაური მუშაობდა საქართველოს ინდუსტრიალური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე.

სიმონ შათაშვილი


simon satashviliსიმონ შათაშვილი (1910-1996). F მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი , პროფესორი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1949_ 1964 წლებში.
ს.შათაშვილი 16 სახელმძღვანელოს ავტორია; მის მიერ სამეცნიერო შრომებში გამოკვლეულია მდგრადი დრეკადი რხევის დიფერენციალური განტოლებების სასაზღვრო ამოცანები ლიაპუნოვის ზედაპირით შემოსაზღვრული არეებისათვის. აგრეთვე კონტაქტური ამოცანა ლიაპუნოვის წირით შემოსაზღვრული არეებისათვის. აგრეთვე შეისწავლა ერთი კლასის სინგულარულ_ინტეგრალური განტოლებათა თეორია.

ამბროსი რუხაძე



ambrosi ruxadzeამბროსი რუხაძე ცნობილი ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამბროსი კალისტრატეს ძე რუხაძე დაიბადა 1905 წლის 5 მაისს. 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მათემატიკური დარგის სრული კურსი და სხვა ქართველ მათემატიკოსთა ჯგუფთან ერთად, ნ. მუსხელიშვილის რეკომენდაციით, მივლინებული იყო პეტერბურგში სამეცნიერო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იმ პერიოდში ნ. მუსხელიშვილი გამოსაცემად ამზადებდა მონოგრაფიის _ “დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ძირითადი ამოცანა” პირველ გამოცემას და ხშირად ჩადიოდა პეტერბურგში მიღებულ შედეგებზე მოხსენების წასაკითხად. სწორედ ამ შედეგების შესწავლამ განსაზღვრა ა. რუხაძის მეცნიერული ინტერესი. პირველი ორი შრომა მან ი. ვეკუასთან თანაავტორობით პეტერბურგში შეასრულა და გამოაქვეყნა. ეს ინტერესი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ა. რუხაძის გამოკვლევები შედგენილი ძელების გრეხისა და ღუნვის ამოცანებში. მის მიერ შემოღებული ე.წ. “განზოგადებული ცენტრის” ცნება, რომელიც ინერციის ცენტრის მოხდენილ განზოგადებას წარმოადგენს, არსებით როლს ასრულებს სხვადასხვა დრეკადი მასალისგან შედგენილი ძელების დეფორმაციის საკითხების შესწავლისას.

Read more: ამბროსი რუხაძე

ვახტანგ ჟღენტი


vaxtang jgentiვახტანგ ჟღენტი (1914 – 1996). მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1973). დაიბადა ქალაქ ქუთაისში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა 1937 წელს. 1937-1940წწ მუშაობდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1941-1945წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტში ასისტენტის თანამდებობაზე. 1944-1945 წწ. თბილისის მათემატიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1945 – 1958 წწ. იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ალგებრის და გეომეტრიის კათედრის გამგე. 1958-1967 წწ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის უფროსი მეცნიერთანამშრომელია. 1967-1989 წწ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის გარსთა თეორიის განყოფილების გამგე. 1989 წლიდან გარდაცვალებამდე იმავე განყოფილების მთავარი მეცნიერ სპეციალისტია.

Read more: ვახტანგ ჟღენტი

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული