ზაიდ ხალილოვი


zviad xaliloviზაიდ ხალილოვი(-1974).დაიბადა ქ.თბილისში. ზაიდ ხალილოვმა დაამთავრა ბაქოს აზერბაიჯანის პედაგოგიური ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ზ. ხალილოვი დაბრუნდა ქ. თბილისში და მუშაობა დაიწყო თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტში თეორიული მექანიკის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში ზ. ხალილოვის სამეცნიერო მუშაობას ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ნ. მუსხელიშვილი. 1940 წელს ზ. ხალილოვმა წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კნდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად და 1942 წელს საცხოვრებლად გადადის ბაქოში. ზ. ხალილოვი კითხულობს ლექციებს აზერბეიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1945 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1955 წელს ზ. ხალილოვი აირჩიეს აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. იმავე წლიდან ზ. ხალილოვი აკადემიის ფიზიკა-მათემატიკისა და ტექნიკური მეცნიერებების განყოფილების აკადემიკოს მდივანია. 1962 წელს იგი აირჩიეს აზერბეიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად. 1967 წლიდან გარდაცვალებამდე აკადემიკოსი ზ. ხალილოვი ხელმძღვანელობდა მათემატიკის და მექანიკის ინსტიტუტს.
პროფესორ ზ. ხალილოვის ძირითადი მეცნიერული შრომები ეძღვნება ფუნქციონალურ ანალიზს, დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებებს, რიცხვით და მიახლოებითი ანალიზის მეთოდებს.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული