ელიზბარ წითელაძე


elizbar witeladzeელიზბარ წითლანაძე (1912-1982). მათემატიკოსი.მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაიბადა ქალაქ ბორჯომში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა 1934 წელს. 1934 წელს ელიზბარ წითლანაძე ჩაირიცხა თბილისის უნივეერსიტეტის ასპირანტურაში. 1937 წელს ელიზბარ წითლანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ფიზიკა –მათემატიკის დოქტორი (1951). 1937 წლიდან ელიზბარ წითლანაძე მუშაობას იწყებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე, პარალელურად კითხულობს ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1944- 1945 წწ ე.წითლანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია დაუსწრებელი სწავლების დარგში. 1945 -1947 წლებში მუშაობს მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში უმაღლესი მათემატიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. 1947-1955წწ ე. წითლანაძე თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის კათედრის გამგეა, ხოლო 1955 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მათემატიკის კათედრას. აღზარდა სტუდენტთა და ასპირანტთა ღირსეული თაობები. 1969 წლიდან 1976 წლამდე იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტის დეკანი.
პროფესორ ელიზბარ წითლანაძე პირველი ქართველი მათემატიკოსია, რომელმაც გაშალა თბილისში ნაყოფიერი მუშაობა ფუნქციონალური ანალიზის მიმართულებით. ისი სამეცნიერო ინტერესები ძირითადად ეხება არაწრფივ ფუნქციონალურ ანალიზს, ვარიაციათა აღრიცხვას და არაწრფივ ინტეგრალურ განტოლებათა მნიშვნელოვან პრობლემებს. ე. წითლანაძე თანაავტორია მონოგრაფიის “ფუნქციონალური ანალიზი’, რომელიც მოსკოვში გამოიცა 1964 წელს. ეს მონოგრაფია თარგმნილია სხვადასხვა უცხოურ ენაზე. იგი ავტორია ქართულ ენაზე გამოცემული მონოგრაფიის “ფუნქციონალური ანალიზის საფუძვლები”. Aამვე წლებში დაიბეჭდა მისი მესამე მონოგრაფია “თანამედროვე არაწრფივი ანალიზის ზოგიერთი ამოცანა.”
ე.წითლანაძე დიდ ყურადღებას აქცევდა ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების შექმნას. პროფ. ვლ. ჭელიძესთან ერთად იგი ავტორია ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოსი”მათემატიკური ანალიზის კურსი” ორ ტომად. ე. წითლანაძე ამ სახელმძღვანელოს მესამე ტომის ავტორია.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული