ადამ ჩახტაური


adam chaxtauriადამ ჩახტაური (1908-1981). მათემატიკოსი.მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1977). Dდაიბადა ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა 1933 წელს. 1934 წლიდან ადამ ჩახტაური თბილისის უნივეერსიტეტის ასპირანტია. Aა. ჩახტაურმა ასპირანტურის მესამე წელს სწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. 1938 წელს ადამ ჩახტაურმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით იცავს საკანდიდატო დისერტაციას. ფიზიკა –მათემატიკის დოქტორი(1946). 1938 წლიდან 1948 წლამდე იგი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად კი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე ადამ ჩახტაური მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე. იგი უმწიკვლოდ ემსახურებოდა უნივერსიტეტს, აღზარდა სტუდენტთა და ასპირანტთა ღირსეული თაობები. Bბატონი ადამის პედაგოგიური მუშაობა არNშემოიფარგლებოდა საქართველოს მასშტაბით.სხვადასხვა წლებში მას წაკითხული აქვს გეომეტრიის კურსი იტალიის, საფრანგეთის და პოლონეთის უნივერსიტეტებში.
ადამ ჩახტაურმა შექმნა სრულიად ორიგინალური ქართული სახელმძღვანელოები ანალიზურ გეომეტრიასა და დიფერენციალურ გეომეტრიაში. A.გორგიძესთან, ნ. ლომჯარიასთან და ბ. ჭელიძესთან ერთად დაწერა და გამოსცა პირველი პრაქტიკული სახელმძღვანელო თეორიულ მექანიკაში.
ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის პროფესსორ ადამ ჩახტაურს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.
პროფესსორ ადამ ჩახტაურის კვლევის სფფეროს დიფერენციალური გეომეტრია, კერძოდ, ტენზორულ პროექციული დიფერენციალური გეომეტრია წარმოადგენდა. პროფესორი ადამ ჩახტაურის ძირითადი შრომები ეხება წირთა ბრტყელი ბადეების შინაგან გეომეტრიას და მათ გამოყენებას ზედაპირთა თეორიაში. ამასთანავე, ბრტყელი ბადეების შინაგან გეომეტრიის ძირითადი ფორმულები გამოყვანილია ნებისმიერ მრუდწირულ კოორდინატებში და წერტილის პროექციული კოორდინატების ნებისმიერი ნორმირებისათვის.
193 წლებში ადამ ჩახტაური მუშაობდა საქართველოს ინდუსტრიალური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული