ვახტანგ ჟღენტი


vaxtang jgentiვახტანგ ჟღენტი (1914 – 1996). მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1973). დაიბადა ქალაქ ქუთაისში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა 1937 წელს. 1937-1940წწ მუშაობდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1941-1945წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტში ასისტენტის თანამდებობაზე. 1944-1945 წწ. თბილისის მათემატიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1945 – 1958 წწ. იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ალგებრის და გეომეტრიის კათედრის გამგე. 1958-1967 წწ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის უფროსი მეცნიერთანამშრომელია. 1967-1989 წწ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის გარსთა თეორიის განყოფილების გამგე. 1989 წლიდან გარდაცვალებამდე იმავე განყოფილების მთავარი მეცნიერ სპეციალისტია.
ვ.ჟღენტმა შეისწავლა ცვლადი და მუდმივი სისქის თხელი დრეკადი გარსების ამ ოცანები; მან გამოიკვლია: გაუსის დადებით სიმრუდიანი თხელი გარსის წონასწორობის განტოლებები, პრიზმატული გარსებისათვის ზოგიერთი სასაზღვრო ამოცანები; სისქის მიმართ არაერთგვაროვანი ტრანსვერსალურად-იზოტროპული ფილების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა, არაერთგვაროვანი სტრუქტურის თხელი იზოტროპული გარსის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა; წრიული ხვრელით დასუსტებული ცვლადი სისქის ფილის ერთგვაროვანი გაჭიმვის ამოცანა. მან მოგვცა პრიზმატული გარსების ერთი კლასისათვის ზოგიერთი სასაზღვრო ამოცანების ამონახსნები. ი. ვეკუას მეთოდით გამოიკვლია ცვლად სისქიანი არაერთგვაროვანი ფილის ამოცანა.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული