ვასილ მეცუგოვი

ggg

ვასილ მეცუგოვი (დაიბ. 1919 წ.) ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1946 წლიდან გარდაცვალებამდე.
ვ. მეცუგოვის ხანგრძლივი მოღვაწეობა კათედრაზე მჭიდროდაა დაკავსირებული კათედრის შემოქმედებით საქმიანობასთან. Gგარდა ამისა, ვ. მეცუგოვი ავტორია მრავალი სამეცნიერო და სამეცნიერო_მეთოდური ნაშრომისა, მათ შორის, რამდენიმე სახელმძღვანელოსი. შამეცნიერო ნაშრომები მიძEვნილია დრეკადობის მათემატიკური თეორიის საკითხებისადმი. კერძოდ, მათში განხილულია გეომეტრიულად არაწრფივ ამოცანებში ერთგვაროვანი და შედგენილი, იზოტრპული და ანიზოტროპული ცილინდრული და ცილინდრულთან მახლობელ ძელებში სხვადასხვა დაძაბული მდგომარეობის მეორეული ეფექტებისა და ურთიერთგავლენის საკითხები.
ვ. მეცუგოვს მინიჭებული აქვს საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული