შალვა მიქელაძე

smiqeladzeშალვა მიქელაძე (1895 – 1976). გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1935), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962). დაიბადა ქალაქ თელავში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა 1929 წელს. 1935 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის ინსტიტუტის გამოთვლითი მათემატიკის განყოფილებას. 1954_1970 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიახლოებითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის გამგე იყო.

შალვა მიქელაძე გამოთვლითი მათემატიკის ქართული სკოლის ფუძემდებელია. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება მიახლოებით ფუნქციებს, რიცხვით ინტეგრებას, რიცხვითი განტოლებების ამოხსნას, დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების რიცხვით ამოხსნებს; აგრეთვე მექანიკის ამოცანების ამოხსნის რიცხვით მეთოდებს. მის შრომებსა და მონოგრაფიებს შორის უნდა აღინიშნოს მონოგრაფია ,,დიფერენციალურ განტოლებათა ინტეგრების ახალი მეთოდები და მათი გამოყენება დრეკადობის თეორიის ამოცანებში".

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული