მერაბ მიქელაძე

mmiqaladzeმერაბ მიქელაძე (1926 - 1992). მექანიკოსი. თექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1961), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), მეცნიერბისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე. დაიბადა ქალაქ თბილსში. მერაბ მიქელაძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი დაამთავრა 1948 წელს, შემდეგ სწავლა განაგრძო სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის მექანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში, იქვე 1958 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

 

1958 -1960 წწ თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის გამგეა. 1960_1982 წწ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის კათედრის გამგეა. 1965 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მერაბ მიქელაძის თაოსნობით შეიქმნა გამოყენებითი მექანიკის განყოფილება. ამ განყოფილების თემატიკა გახლდათ დრეკადი და დრეკად-პლასტიური თხელი ფილების და გარსების ვლევა მათი ფიზიკური მახასიათებლების ნახტომისებრი ხასიათის Gგათვალისწინებით. ამ მიმართულებით მათ გამოიყენეს შ. მიქელაძის მიერ ერთგანზომილებიანი ამოცანებისათვის დამუშავებული მათემატიკურუი მეთოდები. ამ განყოფილებასთან მჭიდრო კონტაქტი ქონდა სტუ-ს სამშენებლო მექანიკის კათედრას.

 

სასწვლო პროცესების მოდერნიზაციისა და სრულყოფისათვის დიდი როლი შეასრულეს მ. მიქელაძის სახელმძღვანელოებმა ქართულ ენაზე:"გარსთა თეორიის საფუძვლები"-1974წ., "ფილების ღუნვის თეორია"-1976 .," სამშენაბლო მაქანიკის მოკლე კურსი"-1977., "თხელკედლიანი სივრცითი სისტემების ანგარიში"-1980წ., "იდეალურად დრეკადი-პლასტიური და პლასტიურ-ხისტი სისტემების სტატიკა"-1980წ.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული