ლევან (ლეო) მაღნარაძე

lmagradzeლევან (ლეო)მაღნარაძე (1913-2002). გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი , მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1974). Dდაიბადა ახალ სენაკში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა 1934 წელს. Bბატონი ლეო მაღნარაძე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტად,, გეოფიზიკის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემტიკის მასწავლებლად, დოცენტად, პროფესორად, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, შემდეგ თსუ-ს გამოყენებითი მათემატიკის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი Gგანყოფილების გამგე.

 

ბატონმა ლეომ შეისწავლა: დრეკადი ნახევარსივრცის რხევის ამოცანა, ბრტყელი დრეკადობის თეორიის ძირითადი ამოცანები კუთხოვანი წერტილებიანი კონტურებისათვის, კუთხოვანი წირებიანი ზედაპირისათვის, ფრთის თეორიის ამოცანები, წრფივი დიფერენციალური ინტეგრო-დიფერენციალურ განტოლებათ სისტემები, რიმანის წრფივი ამოცანა; მოგვცა ჰიპერბოლური ტიპის წრფივი კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლების კოშის ამოცანის ეფექტური ამონახსნი, ასეთი განტოლებების ასიმპტოტური წარმოდგენები პარამეტრის დიდი მნიშვნელობისატვის, ლაპლასის ორმაგი გარდაქმნისატვის აბელის თეორემა, პლემელ-პრივალოვის თეორემის განზოგადება; შეისწავლა რიმან-ჰილბერტის წრფივი სასაზრვრო ამოცანა; მოგვცა არასტაციონარული და არაერთგვაროვანი ველების წრფივი დიფერენციალური განტოლების ზოგადი წარმოდგენა ჰარმონიული და ანალიზური ფუნქციების სასუალებით; გამოიკვლია ზოგიერი არასტაციონარული განტოლების რეგულარული ამოხსნა ბანახის სივრცესი, ზიგმუნდის უტოლობა განზოგადებული სეუღლებული ფუნქციისათვის, რომლებიც წარმოიდგინებიან სტილტიესის სინგულარული ინტეგრალებთ და სტილტიესის სინგულარული ინტეგრალი მთავარი მნიშვნელობის განზოგადებული აზრით.

 

ცალკე უნდა აღინიშნოს ბატონი ლეოს აქტიური მოღვაწეობა საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოების პრეზიდენტობისას. ამ საზოგადოების მუშაობას სულ სხვა იერი მისცა: მეცნიერული და საგანმანათლებლო.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული