კონსტანტინე მარჯანიშვილი

kmarjanishviliკონსტანტინე მარჯანიშვილი (1908 წლის 13(26) აგვისტო –1981 წლის 13 თებერვალი) – ქართველი მათემატიკოსი, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974 წელი). დაიბადა მოსკოვში, ცნობილი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის და ნადეჟდა ჟივოკინა-მარჯანიშვილის ოჯახში. კონსტანტინე მარჯანიშვილმა საშუალო განათლება მიიღო მოს¬კოვში, რის შემდეგაც 1920 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე, რომელიც 1924 წელს დაამთავრა. აქ იგი ისმენდა პროფესსორ ვინოგრადოვის ლექციებს და დაინტერესდა რიცხვთა თეორიით.

1924 წელს კ. მარჯანიშვილი გადავიდა საცხოვრებლად ქ. თბილისში.

იმავე წელს კ. მარჯანიშვილი გააგზავნეს გერმანიაში, ქ. ლაიფციგში, სამეცნიერო მოღვაწეობისათვის მოსამზადებლად. 1927 წლიდან ის მუშა¬ობას იწყებს თბილისის უნივერსიტეტში და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პროფესორ ანდრია რაზმაძისა და პროფესორ ნ. მუ¬ს¬ხე¬ლი¬შვი¬ლი-ს ასისტენტად, ხოლო შემდეგ - ლექტორად.

1934 წელს კონსტანტინე მარჯანიშვილი საცხოვრებლად გადავიდა ქ. მოს¬კო¬ვში და 1935 წლიდან 1952 წლამდე მუშაობს მოსკოვის კავშირგა¬ბმუ¬ლო¬ბის ინსტიტუტში - 1949 წლიდან 1951 წლის ჩათვლით მას უკავია მათემა¬ტიკის კათედრის გამგის თანამდებობა. 1938 წელს ის დანი¬შნეს სსრ კავშირის მე¬ც¬ნი¬ერე-ბათა აკადემიის ვ. სტეკლო¬ვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტ¬¬¬ის სწავლულ მდივნად, Mმას ეს თანამდებობა უკავია 1951 წლის ჩათვლით. 1951 წლიდან 1953 წლამდე იგი მუშაობს დირე¬ქტორის მოადგი-ლის თანამდებობაზე, ხოლო 1953 წლიდან – განყოფი¬ლე¬ბის გამგეა.

 

წლების მანძილზე იგი იყო ჟურნალ "მათემატიკური კრებულიის" და "მა¬¬¬-თემატიკურიEენციკლოპედიის " რედკოლეგიის წევრი.

1949 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნი¬ე¬რე¬-ბათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

 

1973 წელს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. Dდა¬ჯი-ლდოებულია ორჯერ ლენინის ორდენით და ორჯერ შრომის წითელი დრო-შის ორდენით.

 

Gგარდაიცვალა ქ. მოსკოვში. დაკრძალულია ქ. თბილისში, დიდუბის პან¬თე¬¬¬¬ონში.

Kკვლევის ძირითადი მიმართულებებია: რიცხვთა თეორია და გამო¬_ ყენებითი მათემატიკა. მუშაობდა რიცხვთა თეორიის ადიტიურ ნაწილში (გო¬¬¬¬ლ¬¬დბაჰ– ვინოგრადოვის, ვარინგის და სხვათა პრობლემებზე ). Mმის მიერაა შესწავლილი Hჰილბერტ- კამკეს ტიპის დიოფანტური განტოლებები, მარ¬ტივ რიცხვებიანი ადიტიური ამოცანები და გამოყენებითი მათემატიკის ზოგიერთი საკითხები. მას ჰქონდა განსაკუთრებული უნარი გამოეყენებინა მათემატიკური მეცნიერების მიღწევები გამოყენებითი ამოცანების ამოსა¬ხსნელად.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული