ლეონიდე ლეიბენზონი

lleibzonoviლეონიდე ლეიბენზონი (1879 წლის 26 ივნისი _ 1951 წლის 15 მარტი ) _ რუსი მექანიკოსი, აკადემიკოსი(1943 წლიდან, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 1933 წლიდან). Dდაიბადა ხარკოვში. 1897 წელს დაამთავრა ტულის კლასიკური გიმნაზია და სწავლის გაგრძელება სურდა მოსკოვის საიმპერატორო უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, მაგრამ გამსვლელი ქულები ვერ მოაგროვა. Pპროფესორ ნიკოლოზ ჟუკოვსკის რჩევით სწავლა გა¬აგრძელა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა - მათემატიკის განყოფილებაზე. სწორედ Aაქ მოისმინა მან პირველად Pპრო¬ფე¬სორ ნიკოლოზ ჟუკოვსკის ლექციები და მისი ერთ¬გუ¬ლი მოწაფე გახდა.

1901 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და 22 წლის ლ. ლეიბენზონმა აისრულა თავისი ოცნება_სწავლა გააგრძელა მოსკოვის საიმპერატორო უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, საინჟინრო-მექანიკურ განყოფილებაზე, მეორე კურსიდან.

 

1906 წლიდან, ნიკოლოზ ჟუკოვსკის რეკომენდაციით, იწყებს მუშაობას ქ. კუჩი¬ნოს აეროდინამიკის ინსტიტუტში მექანიკოსის თანამდებობაზე. 1906 წელს დაამ¬თა-ვრა მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი.

1906-1908 წწ. მუშაობდა ტულის მექანიკურ ქარხანაში მექანიკოსის თანამდე¬ბო¬ბაზე.

 

1908წელს მოსკოვის უნივერსიტეტში აბარებს გამოცდებს გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად და 1911 წლამდე მოსკოვის უნი-ვერსიტეტში კითხულობს ლექციებს. Mმას უკავია პრივატ-დოცენტის თანამდებობა. 1911_ 1913 წლებში ის მსახურობს ცნობილი მეწარმის ვ. ბერის ტექნიკურ ფირმაში.

 

1913_1914 წლებში,ნ. ჟუკოვსკის და ს. ჩაპლიგინის რეკომენდაციით, ლ. ლეიბე¬ნზონი მუშაობს თბილისის კეთილშობილ ქალთა უმაღლეს კურსებზე. ის კითხულობს ლექციებს ფიზიკასა და მათემატიკაში. 1914 წელს იგი ბრუნდება მოსკოვში დისერტაციის დასაცავად. 1915 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

 

1915_1917 წლებში მუშაობს იურევსკის უნივერსიტეტში ჯერ პრივატ-დოცენტის, ხოლო შემდეგ პროფესორის თანამდებობაზე. 1917 წელს იურევსკის უნივერსი¬ტეტში მან წარადგინა დისერტაცია პროფესორის ხარისხის მოსაპოვებლად. რევოლუციის შემდეგ, 1918 წელს, ესტონეთის სტატუსის შეცვლის გამო, იურევსკის უნივერსი¬ტე¬ტის პროფე-სურის დიდი ნაწილი ბრუნდება რუსეთში.

1919 წელს ლეიბენზონი მიემგზავრება თბილისში და მუშაობას იწყებს თბი¬ლი¬-სის პოლიტექნიკუმში პროფესორის თანამდებობაზე. 1921 -1923 წწ. - ბაქოს და 1923-1951 წწ. – მოსკოვის უნივერსიტეტში, 1934-1936 წწ. მოსკოვის უნივერსიტეტის მექანიკის ინსტიტუტის დირექტორია. 1925 წელს ჩამოაყალიბა მოსკოვის ნავთობის სარეწაო ლაბორატორია.

 

ძირითადი გამოკვლევები შესრულებული აქვს ჰიდროდინამიკაში, გამოყენებით მექანიკაში, მათემატიკური მეთოდები მექანიკაში, დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში, მექანიკის ისტორიაში.

ლეიბენზონი ფუძემდებელია მიწისქვეშა ჰიდრავლიკის. Aაქტიურად მონა¬წილე-ობდა ნავთობის საბადოების დამუშავების მეცნიერული საფუძვლების შექმნაში. მის მიერ არის დამუშავებული სიღრმისეული ტუმბოს თეორიის საფუძვლები.

მან¬¬¬¬¬ვე გადაწყვიტა შეღწევადკედლიანი არხებში ნავთობისა და გაზის მოძრაობის ამოცანა. 

 

ლეიბენზონმა შექმნა ფოროვან გარემოში გაზის მოძრაობის თეორია. Gგამოი¬ყვანა გაზის მოძრაობის დიფერენციალური განტოლება. 1915 წელს გამოყენებით მექანიკაში დაამუშავა უკოჭო გადახურვების თეორია. Dდრეკადობის თეორიის ამო¬ცა¬ნების ამოხსნების ვარიაციული მეთოდების დახმარებით შეაფასა დედამიწის არაერთგვაროვნობის გავლენა დედამიწის სისალის მოდულზე. Bბლანტი სითხის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

იგი იყო სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1943).

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული