გიორგი თევზაძე

gtevzadzeგიორგი თევზაძე (1914–1988). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სტუ-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1942 წლიდან გარდაცვალებამდე.

გ. თევზაძე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი, სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა და ასტრონომიის საკითხებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიისა. მან შეიმუშავა ვარსკვლავთა ზოგიერთი ჯერადი სისტემის დაშლის კრიტერიუმები.

აბასთუმნის ობსერვატორიაში მუშაობის პერიოდში გ. თევზაძემ აღმოაჩინა ორი კომეტა - "კომეტა 1942 თევზაძე 1" და "კომეტა 1942 თევზაძე 2".

გ. თევზაძის კალამს ეკუთვნის შესანიშნავი ნაშრომი "რუსთაველის კოსმოლოგია".

გ. თევზაძეს მინიýებული ჰქონდა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული