კარლო თაბუკაშვილი

ktabukaკარლო თაბუკაშვილი (დაიბ. 1925 წ.) . ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სტუ–ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობს 1972 წლიდან.

კ. თაბუკაშვილის სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობის სფეროა ჰიდრავლიკა, ჰიდრომექანიკა, ჰიდროტექნიკა. კვლევის ძირითადი მიმართულებები – მდინარეთა საკალაპოტო პროცესების შესწავლა ნაპირსამაგრი და საირიგაციო ავტომატური წყალგამშვები ნაგებობების შექმნა და მათი წარმოებაში დანერგვა წყლის ნაკადზე და საკალაპოტო პროცესებზე ქარისმიერი ტალღების ზეგავლენის თეორიულ-ექსპერიმენტული კვლევები და ამ ზეგავლენის ჰიდრომექანიკური გაანგარიშების მეთოდების დამუშავება. კვლევის შედეგები ასახულია მოსკოვისა და თბილისის წყალსამეურნეო – საპროექტო ინსტიტუტების ნორმატიულ რეკომენდაციებში, სამეცნიერო შრომებსა და მონოგრაფიებში.

კ. თაბუკაშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული