პოლიკარპე (კუკუშა) ზერაგია

პოლიკარპე (კუკუშა) ზერაგია(1912-1986). მათემატიკოსი.მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1969). Dდაიბადა ქალაქ ფოთში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა 1933 წელს. 1934 წელს კუკუშა ზერაგიამ მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის უნივეერსიტეტის ასპირანტურაში და ნ. მუსხელიშვილის ასპირანტი გახდა. A 1937 წელს კუკუშა ზერაგიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ფიზიკა –მათემატიკის დოქტორი (1957). 1948 წლიდან გარდაცვალებამდე კუკუშა ზერაგია მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე. წლების განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1969 წლიდან გარდაცვალებამდე უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი კათედრის, ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე. უმწიკვლოდ ემსახურებოდა უნივერსიტეტს, აღზარდა სტუდენტთა და ასპირანტთა ღირსეული თაობები. ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის პროფესორ კუკუშა ზერაგიას სახელმწიფო ჯილდოები აქვსა მიღებული.

 

Pპროფესორ კუკუშა ზერაგას სამეცნიერო-კვლევიტი შრომები მიძღვნილია მათემატიკური ფიზიკის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებებისადმი. სახელდობრ, მის გამოკვლევებში შესწავლილია პოლიჰარმონიულ განტოლებებთან დაკავშირებული ძირითადი სასაზღვრო ამოცანები, რხევის დიფერენციალური განტოლებები ცვლადი კოეფივციენტებით, არაწრფივი პარაბოლური და ჰიპერბოლური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა სასაზღვრო ამოცანები და ზოგიერთი კლასის არაწრფივი ინტეგრალური განტოლებები.

 

პოლიჰარმონიული განტოლებების შესწავლის პროცესში მან ააგო აღნიშნულ განტოლებათა ამონახსნების ზოგადი წარმოდგენა ანალიზურ მუნქციათა მეშვეობით, დაამტკიცა ძირითად სასაზღვრო ამოცანათა ამონახსნის ერთადერთობის თეორემა და მოგვცა ამ ამოცანათა ეფექტური ამოხსნა ისეთი არეებისათვის, რომლებიც გადაისახებიან წრეზე რაციონალური ფუნქციების საშუალებით.

193 წლებში კუკუშა ზერაგია მუშაობდა საქართველოს ინდუსტრიალური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული