ლიპარიტ აგამირზიანი

lagamirzianiლიპარიტ აგამირზიანი (1916 – 1980), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სპი-ს თეორიული მექანიკის კათედრაზე მუშაობდა 1946 წლიდან გარდაცვალებამდე .

ლ. აგამირზიანი სწავლობდა რხევათა თეორიას, ანკერული საძირკვლების მდგრადობის და გადაადგილების საკითხებს. შრომათა დიდი ციკლი მიუძღვნა პლასტიკურობის თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. შეიმუშავა რთულ სატრანსპორტო გზაჯვარედინებზე შუქნიშნების რეგულირების ოპტიმალური რეჟიმის გათვლის დაზუსტებული მეთოდიკა.

ლ. აგამირზიანი ავტორია თეორიული მექანიკის სრული კურსის ლექციათა კონსპექტისა, რომელიც ოთხ ნაწილადაა გამოსული (რუსულ ენაზე).

ლ. აგამირზიანი დიდი სამამულო ომის მონაწილეა, დაჯილდოებულია რამდენიმე ორდენითა და მედლით. მას მინიýებული ჰქონდა მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

ფოტოარქივი

ჩვენი წარსული